2024 წლის ზაფხულის ყველაზე ტენდენციური სათვალეების TOP 5
ზაფხულის პირველი ასოციაცია მზის სათვალეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი აქსესუარია.
link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
ზაფხულის პირველი ასოციაცია მზის სათვალეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი აქსესუარია.
ზაფხულის პირველი ასოციაცია მზის სათვალეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი აქსესუარია. თუმცა მისი შერჩევის პროცესი სულაც არაა მარტივი და ჩვენ საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს, მაგალითად: ჩვენი სახის მოყვანილობა, ჩარჩოს ფორმა, მინის ფერი, სტილი და ა.შ. გარდა ამისა, ყოველ სეზონზე უამრავი ბრენდი გვთავაზობს თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისი მოდელების ფართო არჩევანს, რაც სასურველი სათვალის შერჩევის პროცესს კიდევ უფრო რთულს ხდის, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ 2024 წლის ზაფხულის ყველაზე ტენდენციური სათვალეების TOP 5.
LOEWE- პასტელური ფერები
თბილი, პასტელური ფერები ზაფხულის განწყობას იდეალურად ერწყმის და საბოლოოდ იქმნება სეზონის გამორჩეული კომბინაცია. ტანსაცმლის დიზაინიდან პასტელური ფერების პოპულარობამ აქსესუარებშიც გადმოინაცვლა და LOEWE-მ ამ ტენდენციით შემოგვთავაზა დახვეწილი მოდელების ფართო არჩევანი.
GUCCI- ოვალური ჩარჩო
გუჩი დაარსების დღიდან არ თმობს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას მოდის სფეროში. მე-20 საუკუნის ბოლოს გუჩიმ სათვალეების სამყაროშიც შეაბიჯა და ცალსახად აჩვენა რომ ბრენდი ღია იყო სიახლეებისა და ინოვაციების მიმართ. ოვალური ჩარჩო შეიძლება გუჩის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და მოთხოვნად მოდელად ჩაითვალოს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არ კარგავს აქტუალობას.
MOSCOT- გამჭვირვალე მინა
უკანასკნელი წლების განმავლობაში გამჭვირვალე მინა საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა. რაც გამოწვეულია იმით, რომ მისი ტარება შესაძლებელია, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. MOSCOT ერთ-ერთი პირველია იმ ბრენდებს შორის, რომელიც გამჭვირვალე მინის ტენდენციას აქტიურად იყენებს სათვალეების დიზაინში. მოსკოტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპია.
KALEOS- მინიმალისტური სტილი
მინიმალიზმი თანამედროვეობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ეს აისახა ყველა სფეროში, მათ შორის აქსესუარების, კონკრეტულად კი სათვალეების მიმართულებითაც. KALEOS-ის აღნიშნული მოდელი მინიმალისტურ და ელეგანტურ სტილს აერთიანებს, რომელიც დახვეწილი ელემენტებითაა გაფორმებული, ეს კომბინაცია კი ამ მოდელს სეზონის ფავორიტ აქსესუარად აქცევს.
CAROLINA LEMKE- მბრწყინავი დეტალები
ზაფხულს არაფერი უხდება ისე, როგორც სიკაშკაშე და სიბრჭყვიალე, სწორედ ასეთ მოდელებს გვთავაზობს CAROLINA LEMKE, რომელიც გარდა ტრენდული და ხარისხიანი მოდელებისა, გამოირჩევა ბიუჯეტური ფასებით. LEMKE ამსხვრევს სტერეოტიპს და ამტკიცებს, რომ აუცილებელი არ არის აქსესუარში გადავიხადოთ ძალიან ძვირი, იმისათვის რომ ტრენდებს და მოდის ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ.
თუ თქვენთვის სათვალე ზაფხულის მნიშვნელოვანი აქსესუარია, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ AFFLELOU PARIS- ის ოპტიკურ სალონებს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების და მოდელების გარდა დაგხვდებათ ყველასთვის საყვარელი და ყველაზე მოთხოვნადი სათვალეების მრავალფეროვანი არჩევანი.
Here are the top 5 trendiest sunglasses for summer 2024:
For a wide selection of these and more, visit AFFLELOU PARIS optical stores.