< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
ფილიალები

ფილიალების კონცეფცია

Elysées-ის კონცეფცია არის ალენ აფლელუს ახალი სტილი საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ამ საკულტო ისტორიისა და გამოცდილების მქონე პროდუქტს ყველა ფილიალში შეხვდები.

ჩვენი კოლექცია

სათვალეებისა და ლინზების შთამბეჭდავი კოლექცია წარმოდგენილია უახლესი რეკლამების სახით, რაც მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში ეხმარება. ჩვენს ფილიალებში შესვლის შემდეგ, შენ გაქვს ყოვლისმომცველი არჩევანი: ნახავ ოპტიკას ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, მზის სათვალეებსა და კონტაქტურ ლინზებს.

ოპტიკური კონცეფცია: ოპტიკის სპეციალისტი

ოპტიკური სივრცე წარმოგიდგენს თეთრის, ნაცრისფერისა და ოქროსფერის კონტრასტულ ღია ტონებს, რაც ქმნის მსუბუქ, სუფთა და ნათელ ატმოსფეროს. სათვალეების მოწყობილობა წარმოდგენილია ახალი პრემიუმ მერჩენდაიზინგით, რაც აადვილებს პროდუქციის ხაზის ორგანიზებას და ხარისხის გაუმჯობესებას, ეს კი იოლად იპყრობს მომხმარებლის თვალს პროდუქციის წარდგენისას.

მზის სათვალეების კონცეფცია: მოდის ექსპერტი

ეს სივრცე სავსეა უნიკალური მზიანი ატმოსფეროთი – დატვირთულია თბილი ყავისფერი და ოქროსფერი ფერებით. შოურუმი თავისი განათებით აძლიერებს შუშის ტონებს. პროდუქციის განლაგება ბუნებრივად იზიდავს მომხმარებელს, კონტრასტული იატაკი და მაღალი მაგიდები კი ხელს უწყობს ოპტიკოსებთან მეგობრული კომუნიკაციის დამყარებას.

საბავშვო კონცეფცია: მიმზიდველი გამოცდილება

საბავშვო სივრცე იყენებს მიმზიდველ გრაფიკულ კოდებსა და ფერებს, რაც ბავშვებისთვის მხიარულ გამოცდილებად იქცევა. ჩარჩოების განლაგება ორგანიზებულია ასაკის მიხედვით და თითოეული ასაკობრივი ჯგუფი იდენტიფიცირებულია განსხვავებული ფერით. ჩარჩოები განლაგებულია ბავშვების სიმაღლის მიხედვით.

კონტაქტური ლინზები: დიდი შეთავაზება

მომხმარებლები კონტაქტურ ლინზებს იოლად იპოვიან მაღაზიის შესასვლელთან – მათი მკაფიო, ცენტრალური განლაგების წყალობით. ლინზები განთავსებულია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით.

,,აფლელუ’’ საქართველოში

,,აფლელუ’’ საქართველოს ბაზარზე 2021 წელს  შემოვიდა Afflelou Paris-ის სახელწოდებით. ამავე წლის აგვისტოში გაიხსნა პირველი ოპტიკური სალონი „სითი მოლი საბურთალოს’’ სავაჭრო ცენტრში. აქ წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციები, როგორებიცაა: Ray-Ban, Tom Ford, Prada, Gucci, D&G, Kaleos, Komono, Celine, Zegna, Montblanc, Mykita, Moscot, Retrosuperfuture და სხვა.

ბრენდები და ასორტიმენტები სეზონურად ახლდება, წარმოდგენილ კოლექციებს კი მუდმივად ემატება ახალი მახასიათებლები. გარდა მოცემული ობიექტისა, „აფლელუ პარიზი“ წარმოდგენილია „ჯპს-ის“ სააფთიაქო ქსელში – როგორც თბილისის, ისე რეგიონების ცენტრალურ ტერიტორიებზე.

ბრენდის უნიკალური შეთავაზება – Tchin-Tchin – მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სათვალის შეძენისას, „აფლელუს კოლექციიდან“ მეორე მხოლოდ 1 ლარად მიიღოს. Tchin-Tchin მოქმედებს როგორც „აფლელუ პარიზის“ ოპტიკურ სალონში, ისე ,,ჯპს-ის’’ ყველა ობიექტზე, სადაც წარმოდგენილია ოპტიკა.


Read more
Read less


Read more
Read less

,,აფლელუ” ჯგუფი

1971 წელს ალენ აფლელუმ სწავლა  დაასრულა და პარიზის დატოვება გადაწყვიტა. 23 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა ოპტიკოსისა და სმენის აპარატის კონსულტანტის ორმაგი ხარისხი. მას ძალიან მოსწონდა ადამიანებთან კომუნიკაცია, რისი ნიჭიც უდავოდ ჰქონდა. ალენს საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურდა და მან 1972 წელს, ბორდოს რაიონში, თავისი პირველი ოპტიკური მაღაზია გახსნა.

1978 წელს ალენ აფლელუმ პირველი რევოლუციური სარეკლამო კამპანია წამოიწყო, განახევრებული ფასების მქონე ჩარჩოების დახმარებით. ის პირადად მონაწილეობდა ,,აფლელუ”-ის ოპტიკური მაღაზიის ფრენჩაიზის გაფართოებაში.

ქარიზმატულობა და მუდმივი ინოვაციურობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მისი შექმნილი ბრენდი წლებია გამორჩეულია ძლიერი კონკურენციის პირობებშიც კი. ალენის ინოვაციები ეფუძნება როგორც ეფექტიან კომუნიკაციას, ასევე პროდუქტის უნიკალურობას. 1985 წელს საფრანგეთში მდებარეობდა ,,აფლელუ”-ის გაყიდვების 100 პუნქტი, 1999 წელს ეს რიცხვი 360-მდე გაიზარდა, 2021 წლის ივლისში კი ბრენდის სახელზე 1 449 ფილიალი აღირიცხებოდა.

ალენ აფლელუს ყოველთვის უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი.

კონკურენტუნარიანობა, გუნდური სულისკვეთება, დინამიურობა: ღირებულებების კუთხით ალანი ბევრ საერთოს პოულობს სპორტის სამყაროსთან. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ 80-იანი წლების შუა პერიოდში ბრენდი სპორტულ სპონსორობაშიც ჩაერთო.

2019 წელს, ალენი საფრანგეთის ყველაზე პოპულარულ მეწარმეთა ხუთეულში მოხვდა. 40 წლიანი გამოცდილების ხარჯზე, ,,აფლელუ” ჯგუფი აგრძელებს ოპტიკური და სმენის აპარატების ახალი ფილიალების გახსნას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას მომხმარებელთა მუდმივად მზარდი რაოდენობის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.


Read more
Read less


Read more
Read less

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი