< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

ეკრანის ზემოქმედების შედეგები თვალებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ?

თანამედროვე ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ეკრანებთან სულ უფრო და უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს. ამას კი სერიოზული შედეგები აქვს ჯანმრთელობასა და მხედველობაზე.

თანამედროვე ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ეკრანებთან სულ უფრო და უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს. ეს კი სერიოზულად ზემოქმედებს ჯანმრთელობასა და მხედველობაზე.

დღეს, ASNAV-ის მიხედვით, ეკრანებთან მომუშავე 10 ადამიანიდან, 6 ვიზუალურ დაღლილობას გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანთან მუშაობა არ იწვევს ვიზუალურ პათოლოგიებს, მას შეუძლია გაზარდოს უკვე არსებული ვიზუალური პრობლემები და წაახალისოს ქცევითი მიოპია, რაც დაკავშირებულია ლინზის პროგრესირებად დეფორმაციასთან.

ეკრანების სწორად გამოყენება

მხედველობის პრობლემების რისკის შესამცირებლად, აუცილებელია ეკრანებთან სწორი დამოკიდებულება გვქონდეს.

რეგულარულად შეასვენე თვალები. ეს უნდა გაკეთდეს ყოველ 20 წუთში ერთხელ 1 წუთის განმავლობაში. საუკეთესოა შორ სივრცეში ყურება (თვალის ფოკუსის დამშვიდება). 

ეკრანის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს თვალების მგრძნობელობა. შეიძლება დაგეწყოს წვა, სიწითლე ან სიმშრალე. ასევე შესაძლებელია მოხდეს თვალის გადაღლა, რაც იწვევს მხედველობის დროებით პრობლემებსა და თავის ტკივილს.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა მხედველობის პრობლემების პრევენციისთვის:

  • განათავსე ეკრანები ფანჯრების პერპენდიკულურად, რათა კაშკაშა ნათებამ არ დააზიანოს თვალები.
  • თუ კომპიუტერთან მუშაობ, აირჩიე დიდი ეკრანი (მინიმუმ 17 ინჩი).
  • განათავსე მაგიდის ნათურა მარცხნივ, თუ მემარჯვენე ადამიანი ხარ, ხოლო თუ მემარცხენე ხარ – მარჯვნივ.
  • თუ გაქვს მაკორექტირებელი ან კონტაქტური ლინზები ან დამცავი სათვალე, აუცილებელია გეკეთოს ისინი.
  • შეიმოწმე მხედველობა ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ.

ლინზებისა და ეკრანისგან დამცავი სათვალის შესარჩევად ეწვიე აფლელუ პარიზის ოპტიკურ სალონებს ან „ჯპს“-ის ოპტიკურ კუთხეებს.

More posts

მხედველობის საერთაშორისო დღე: იზრუნეთ თვალის ჯანმრთელობაზე AFFLELOU PARIS-თან ერთად

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია

Read more

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება.

Read more

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ “აფლელუ პარიზს”

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი