< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს Afflelou Paris-თან ერთად

ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, ფრანგულმა ოპტიკური სალონების ქსელმა, “აფლელუ პარიზმა” საქართველოს მხარდასაჭერად სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შემოგვთავაზა.

 

flag georgia sunglasses

მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ფრანგული ბრენდი საქართველოს ნაკრების, როგორც ტურნირის ერთ-ერთი დებიუტანტის დიდი გულშემატკივარი იქნება. მათ მიერ შექმნილი სათვალის დიზაინი კი ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ატრიბუტი შეიძლება გახდეს.

 

Afflelou Sunglasses

ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში გამართულ საქართველო-საბერძნეთის მატჩს ესწრებოდნენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ერთა ლიგის play-off-ის ფინალში მოპოვებული ისტორიული გამარჯვება იქცა მათი შთაგონების მთავარ წყაროდ.

 

სათვალე მყიდველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონებში და ჯპს აფთიაქის ფილიალებში.

 

Georgia euro flag

ფოტო: სალი დუნდუა

მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი

პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement

სათვალეების კამპანია ფეხბურთელების მონაწილეობით: გიორგი გაგუა & ოთო გოშაძე

Support the Georgian national team with Afflelou Paris.

More posts

როგორ მოვუაროთ კონტაქტურ ლინზებს? – AFFLELOU Paris

ჩვენს ყოველდღიურობაში კონტაქტური ლინზის გამოყენების რიცხვი ყოველდღე იზრდება.

Read more

ოპტიკური ჩარჩო, როგორც სტილის ელემენტი

ოპტიკური სათვალის ფუნდამენტური დანიშნულება ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია,

Read more

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი