5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ “აფლელუ პარიზს”
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?
link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები? და ექსკლუზიურ ბრენდებზე რას იტყოდით? თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მხოლოდ ერთის არჩევა გიჭირს და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, მაშინ გვინდა გაგაცნოთ ის 5 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი აფლელუ პარიზის ოპტიკურ სალონებზე.
აფლელუ პარიზის ისტორია 45 წელს ითვლის. ბრენდი საქართველოს ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და ძალიან მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და ერთგულება, სწორედ ამიტომ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენ ერთხელ მაინც ესტუმრებით ჩვენს ოპტიკურ სალონს, ის აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი.
რატომ აფლელუ პარიზი?
პირველ რიგში გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მუდმივი და უნიკალური შეთავაზება ჩინ-ჩინ, რომლის ანალოგს ვერცერთ ოპტიკის ქსელში ვერ შეხვდებით. ჩინ-ჩინ აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ორი სათვალე ერთის ფასად. მოდიხართ ჩვენთან, ყიდულობთ თქვენი საყვარელი ბრენდის სათვალეს და საჩუქრად მიგაქვთ ასევე თქვენი შერჩეული მოდელი აფლელუს კოლექციიდან.
შემდეგი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ უნდა გვესტუმროთ ჩვენ, არის მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი და მუდმივად განახლებადი კოლექციები. დაგვეთანხმებით, რომ მოდის ტენდენციები საკმაოდ მალე იცვლება, ამიტომ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ აფლელუ პარიზი საუკეთესო არჩევანია. ჩვენ ვცდილობთ პირველებმა შევთავაზოთ მომხმარებელს განახლებული კოლექციები და თუ გვესტუმრებით ამაში აუცილებლად დარწმუნდებით.
კიდევ ერთი მიზეზი ექსკლუზიური ბრენდებია, რომელსაც მხოლოდ აფლელუ პარიზში შეხვდებით. Alaia, Moscot, Carolina Lemke, Vivienne Westwood და სხვა თქვენთვის საყვარელი ბრენდების აღმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ აფლელუ პარიზში შეგიძლიათ. თუ აქამდე Alaia-ს მხოლოდ შორიდან ათვალიერებდით, Westwood-ი გამოიწერეთ და ვერ მოირგეთ, Lemke-ს მსგავსი ბიუჯეტური და ტრენდული მოდელის კომბინაცია ვერ შეარჩიეთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვაა.
გარდა ამ ყველაფრისა, გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აფლელუ პარიზში დაგხვდებათ ოფთალმოლოგის კაბინეტი, რაც ოპტიკური ჩარჩოს შერჩევის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის. მაშინაც კი, თუ თქვენ ოპტიკურ ჩარჩოს არ ეძებთ და უბრალოდ ოფთალმოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ გვეწვიოთ, რადგან ჩვენი საუკეთესო ექიმები მუდმივად მზად არიან თქვენს დასახმარებლად.
ბოლოს კი გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პირველად აფლელუ პარიზმა მოახერხა და დაუკავშირდა ფარმაციის სფეროს, სწორედ ამიტომ დღეს თქვენ შეგიძლიათ ჯპს-ის აფთიაქებში შეიძინოთ ისეთი ბრენდის სათვალეები, როგორებიცაა: Gucci, Prada, Celine, Saint Laurent და სხვა.
აფლელუ პარიზი ქართულ ბაზარზე შემოვიდა, როგორც პირველი საერთაშორისო ოპტიკის ქსელი, რომელიც მუდმივად ცდილობს სიახლეების და ინოვაციების დანერგვას. ამიტომ, თუ კიდევ ფიქრობთ სად უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე, ოპტიკური ჩარჩო, ლინზა თუ სხვა თვალის მოვლის საშუალება, აუცილებლად გვესტუმრეთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ თქვენს აღმოჩენად.
აფლელუ პარიზის მისამართები:
– საბურთალოს სითი მოლი
– გალერია თბილისი
– ა. პუშკინის 11
– ბათუმი გრანდ მოლი
– ჯპს აფთიაქები