World of Pediatric Ophthalmology in Tbilisi
აფლელუ პარიზი TIOC 2025-ზე - საერთაშორისო ოფთალმოლოგიური საზოგადოების მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისში.
link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
აფლელუ პარიზი TIOC 2025-ზე - საერთაშორისო ოფთალმოლოგიური საზოგადოების მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისში.
3-5 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა ისეთ მნიშვნელოვან კონფერენციას, როგორიცაა “World of Pediatric Ophthalmology in Tbilisi”. სპეციალიზირებული კონგრესი პედიატრიულ ოფთალმოლოგიასა და სტარბიზმოლოგიაში მთლიანად მიეძღვნა ბავშვთა ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ასპექტებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოფთალმოლოგები, პროფესორები, ახალგაზრდა ექიმები და რეზიდენტები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
ამ უმნიშვნელოვანესი სამედიცინო პლათფორმის ფარგლებში, აფლელუ პარიზის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდად პირადად გასაუბრებოდნენ საქართველოს და მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგებს, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და მიეღოთ მნიშვნელოვანი რჩევები თუ ინფორმაციები. აღსანშნავია, რომ სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩვენი ოპტიკური სალონი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აფლელუ პარიზის საერთაშორისო სანდოობასა თუ ხარისხს.
TIOC 2025 აფლელუ პარიზისთვის გახდა ერთგვარი შესაძლებლობა გლობალურ ასპარეზზე წარმოედგინა თავისი ინოვაციური ხედვები, პროფესიული გამოცდილება და განსაკუთრებული ხარისხი. კონფერენციის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ და პროფესიულმა დიალოგებმა დაგვანახა, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ოპტიკის სფეროში ხარისხისა და ინოვაციების წამყვან პოზიციაზე ყოფნას, და გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი წვლილი თანამედროვე ოფთალმოლოგიის განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.