როგორ დავიცვათ თვალები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან?
რატომ უნდა დავიცვათ თვალები მზისგან?
link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
რატომ უნდა დავიცვათ თვალები მზისგან?
იცოდი, რომ ბავშვების შემთხვევაში, თვალის რქოვანას და ბუნებრივ ლინზას (კრისტალური) ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ულტრაიისფერი სხივების გაფილტვრა? ეს კი შესაძლოა ძალიან მავნე იყოს მათი მყიფე თვალებისთვის.
უნდა იცოდე, რომ:
ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვს ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული მოციმციმე რეფლექსი და სისტემატურად არ ხუჭავს თვალებს ინტენსიური სინათლის წყაროს წინაშე. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხედველობის დაზიანების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. აუცილებელია, ბავშვებს ჰქონდეთ თვალების 100%-იანი დაცვა.
მოზრდილებში თვალის კრისტალი ფილტრავს UVA და UVB სხივების დიდ ნაწილს, მაგრამ ასაკთან ერთად ის თანდათან კარგავს თავის შესაძლებლობებს. ამავდროულად, თვალებიც ბერდება და დაუცველი ხდება მზის გამოსხივების წინაშე.
ულტრაიისფერი სხივები შეიძლება იყოს პასუხისმგებელი თვალის ისეთ პათოლოგიებზე, როგორიცაა ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (AMD) ან კატარაქტა.
ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ თავი და თვალები, განურჩევლად ასაკისა.
თვალების დასაცავად, სჯობს დღის ყველაზე მზიან საათებში (12:00 საათიდან 16:00 საათამდე) გარეთ არ იმყოფებოდე გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში. განსაკუთრებით ფხიზლად იყავი, თუკი დასასვენებლად ზღვაზე ან მთაში მიდიხარ.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო კარგი მხედველობა, აუცილებლად აირჩიე მაღალი ხარისხის სათვალე.
სათვალის ოპტიკოსისგან შეძენა ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიაა. შესაბამისი პროფესიონალისგან 100%-იანი UV ლინზების გარანტიას მიიღებ, ეს უკანასკნელი კი სრულად დაიცავს შენს თვალებს მავნე სხივებისგან.
შეფერილი ლინზები საკმარისი არ არის თვალების დასაცავად. ლინზების ელფერი ამცირებს სიკაშკაშეს, მაგრამ, თან იწვევს გუგის გადაჭარბებულ გაფართოებას. ფილტრების გარეშე კი ულტრაიისფერი სხივები უფრო ადვილად აღწევს ბადურამდე.
სწორი UV ფილტრის არჩევა
დარწმუნდი, რომ შეარჩიე სათვალე ულტრაიისფერი ფილტრით (“UV 400” ან “100% UV”) ან სთხოვე რჩევა ოპტიკოსს.
როგორც წესი, ფილტრი მზადდება ლინზების ისეთი მასალისგან, როგორიცაა პოლიკარბონატი – ეს კი უზრუნველყოფს მზისგან ეფექტურ დაცვას.
ასევე უნდა იცოდე, თუ როგორ ამოიცნო სათვალის სხვადასხვა შეფერილობის მახასიათებელი CE სტანდარტების მიხედვით. მაგალითად, თუ დაკავებული ხარ წყლის სპორტით ან ვარჯიშობ ღია ცის ქვეშ, აირჩიე პოლარიზებული ლინზები. ისინი უზრუნველყოფენ ოპტიმალურ დაცვას მზის ანარეკლისგან.
აფლელუს სათვალის ლინზები მიეკუთვნება მე-3 კატეგორიას და 100%-ით იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.
მიმართე რჩევისთვის ჩვენს კონსულტანტებს აფლელუ პარიზის ოპტიკურ სალონებში ან ეწვიე „ჯპს“-ის ოპტიკურ კუთხეებს.
Keywords: harmful effects of the sun, protect eyes, children’s eye health, UV rays, retina, blink reflex, eye protection, sunglasses, UV filter, quality eyewear, polycarbonate lenses, CE standards, polarized lenses, Afflelou sunglasses.
Summary: