Სათვალის 5 საკულტო მოდელი, როგორც სანაპიროს უცვლელი ტრენდი
Სად ვგრძნობთ ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად? Რა თქმა უნდა, სანაპიროზე და რა შეიძლება იყოს მთავარი აქსესუარი სანაპიროსთვის, თუ არა მზის სათვალე?
link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >
Სად ვგრძნობთ ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად? Რა თქმა უნდა, სანაპიროზე და რა შეიძლება იყოს მთავარი აქსესუარი სანაპიროსთვის, თუ არა მზის სათვალე?
Სათვალის 5 საკულტო მოდელი, როგორც სანაპიროს უცვლელი ტრენდი
Სად ვგრძნობთ ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად? Რა თქმა უნდა, სანაპიროზე და რა შეიძლება იყოს მთავარი აქსესუარი სანაპიროსთვის, თუ არა მზის სათვალე? Რატომ მზის სათვალე? Გარდა მისი მნშვნელობისა, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაში გამოიხატება, ის სანაპიროს ესთეტიკას, სტილს და განწყობას ყველაზე უკეთ ერწყმის და საბოლოოდ იქმნება ზაფხულის ფერადი მოგონებები.
Მიუხედავად იმისა, რომ მოდის ტენდენციები ყოველწლიურად იცვლება და ეს ეხება აქსესუარებსაც, არსებობს კონკრეტული მოდელები, რომლებმაც დროს გაუძლო და იქცა საკულტო სათვალეებად. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ 5 საკულტო მოდელს, როგორც სანაპიროს უცვლელ ტრენდს.
Პირველ და ალბათ უამრავი ჩვენგანისთვის საყვარელი Ray Ban wayfarer-ია, რომელიც სათვალის კლასიკურ ხასიათს ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს. Მე-20 საუკუნიდან დღემდე რეიბანის ეს მოდელი ღირსეულად ატარებს საკულტო სათვალის სტატუსს, ამიტომ wayfarer-ის კლასიკური შავი და ფერადი მოდელები მუდმივად მიმზიდველია სანაპიროს დამსვენებელთათვის.
Სანაპიროს საკულტო მოდელებზე საუბრისას არ შეიძლება გამოგვრჩეს Prada Cat-Eye, რომლის დახვეწილი და გლამურული ვიზუალი იდეალურად კომბინირდება სანაპიროს ლუქებთან. Პრადა, საცურაო კოსტიუმი და პარეო ნამდვილად საუკეთესო სამეულია სანაპიროს თავგადასავლებისთვის.
Loewe Paula’s Ibiza-ს ფერადი მოდელები ზაფხულის მხიარული განწყობის საუკეთესო გამოხატულებაა. Როდესაც სანაპიროზე ლოევეს ატარებ, შენი გარშემომყოფები უსიტყვოდ ამჩნევენ რომ ზაფხული შენი სეზონია, სანაპირო კი ნამდვილი სამოთხე, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობ.
Მათთვის ვინც უპირატესობას დიდი ზომის ჩარჩოს ანიჭებს, Celine Shadow ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. Გარდა იმისა, რომ სელინის ხარისხი ყველა სტანდარტზე მაღლა დგას და იდეალურად იცავს თვალს მავნე გამოსხივებისგან, მისი ვიზუალი სანაპიროს განწყობას და სტილს ნამდვილად საუკეთესოდ გამოხატავს.
Უამრავი ადამიანისთვის სანაპირო არა მხოლოდ გართობასთან, არამედ სპორტთანაც ასოცირდება. Მათთვის ვინც სანაპიროზე დაკავებულია ფრენბურთის თამაშით, სერფინგით, წყალბურთით, ცურვით, მაშინ Oakley Frogskins საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან ეს მოდელი Სპორტული ვიზუალის, კომფორტის და ზაფხულის ფერების საუკეთესო კომბინაციაა.
Ბოლოს კი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბრენდი და მათთან ერთად სხვა ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ აფლელუ პარიზის ოპტიკურ სალონებში, შემდეგ მისამართებზე:
Ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი მუდმივი შეთავაზება ჩინ-ჩინ! Ნებისმიერი სათვალის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ მეორე სათვალე აფლელუს კოლექციიდან.