< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

კოლექცია


MAGIC-ის სათვალე 2017 წელს შეიქმნა და გამოშვების დღიდან შეუცვლელი გახდა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისა და ბავშვებისთვის. მსუბუქი და მოდური სტილის სათვალე სრულად თანამედროვეობის გამომხატველია. აღსანიშნავია, რომ მას აქვს მაგნიტური სამაგრები, რაც სათვალის ტარებას ძალიან კომფორტულს ხდის.



ყველა ადამიანის სურვილია ატაროს იდეალური სათვალე – განურჩევლად სახის ფორმისა, სტილისა და ასაკისა. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ სურვილის ასრულებაა. ჩვენი სათვალის ჩარჩოები შექმნილია მარტივი, სადა ვერსიით (მოყავისფრო, შავი და ა.შ.) ან ფერთა კრეატიული კომბინაციით (იისფერი/ნარინჯისფერი, შავი/თეთრი და ა.შ.). სათვალეებს აქვს მრავალი განსხვავებული ფორმა: მრგვალი, ოვალური, მართკუთხა, წვეტიანი და კვადრატული. შესაძლებელია სხვა კომბინაციებიც: მაგალითად ჩარჩოები, რომლებიც ლითონისგან ან აცეტატისაგან არის დამზადებული. ჩვენთვის მთავარია შენთვის სასურველი ვარიანტი იპოვო.

აფლელუ პარიზი ქმნის საბავშვო კოლექციას – მხიარული, მოდური, ხასხასა და ნაზი ფერებით, რაც სრულიად შეესაბამება ბავშვის სახის ფორმას. გარდა ამისა, ინოვაციური კოლექცია აერთიანებს მოქნილ და გამძლე სათვალეებს. ამ მსუბუქი და თანამედროვე აქსესუარის ტარება ყოველდღიურობაში ძალიან პრაქტიკულია და ის ბავშვებსაც მარტივად შეუყვარდებათ.

ჩვენი სათვალეების კოლექცია თანამედროვე, მოდური და ტრენდულია. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის მქონე მზის სათვალეებს, რომელთა ფართო ასორტიმენტი ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომია. აირჩიე Afflelou პარიზისა და MAGIC-ის კოლექციებიდან და შენ გარანტირებული გექნება თვალების ეფექტიანი დაცვა!

Afflelou-ის კონტაქტური ლინზები

წარმოგიდგენთ ALAIN AFFLELOU-ის უახლესი თაობის კონტაქტური ლინზების ექსკლუზიურ ასორტიმენტს.

თუ გაქვს მიოპია, ჰიპეროპია, ასტიგმატიზმი თუ პრესბიოპია, L’ÉPHÉMÈRE BY AFFLELOU-ის ყოველდღიური ან ყოველთვიური კონტაქტური ლინზები მოსახერხებელია ნებისმიერი სიტუაციისთვის.

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი