< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

მხედველობის საერთაშორისო დღე: იზრუნეთ თვალის ჯანმრთელობაზე AFFLELOU PARIS-თან ერთად

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია – მხედველობის საერთაშორისო დღე. ეს დღე ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება და გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარულად მხედველობის შემოწმება.

ჯანმრთელი ხედვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პრიორიტეტია, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ თვალებზე ზრუნვა აუცილებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოში 2.6 მილიარდი ადამიანი ვერ სარგებლობს სათვალეებით ან სხვა ვიზუალური საშუალებებით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ცხოვრების ხარისხზე, სწავლასა და შრომისუნარიანობაზე.

AFFLELOU PARIS-ის მისიაა, მხედველობის შემოწმების შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რათა თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელი ხედვის შესაძლებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ რეგულარული თვალის გამოკვლევა არა მხოლოდ მხედველობის გაუმჯობესებაში, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის მონიტორინგშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თვალის გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა და ნევროლოგიური დარღვევები, რაც დროული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

მხედველობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ჩვენს ოპტიკურ სალონებში, სითი მოლსა და პუშკინის #11, დაგხვდებიან ჩვენი პროფესიონალი ოფთალმოლოგები, ჩაგიტარებენ უფასო გამოკვლევებს და გაგიზიარებენ პერსონალურ რჩევებს თქვენი თვალის ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენი მაღაზიები არა მხოლოდ სათვალეებზე შოპინგის, არამედ თვალზე ზრუნვის სივრცეა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი მომსახურება.

შეამოწმეთ თქვენი მხედველობა ახლავე და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ეწვიეთ AFFLELOU PARIS-ის ოპტიკურ სალონს, ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი მხედველობა უკეთ.

კარგი ხედვით თვალს უხარია!

 

Celebrate World Sight Day with AFFLELOU PARIS and prioritize your eye health with our expert services.
Regular eye exams not only improve vision but also help detect broader health issues like diabetes and hypertension.
Visit our optical salons for free eye check-ups and personalized advice from our professional ophthalmologists.
AFFLELOU PARIS is dedicated to making quality eye care accessible to everyone, ensuring a clear vision for a better life.

More posts

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება.

Read more

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ “აფლელუ პარიზს”

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?

Read more

Სათვალის 5 საკულტო მოდელი, როგორც სანაპიროს უცვლელი ტრენდი

Სად ვგრძნობთ ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად? Რა თქმა უნდა, სანაპიროზე და რა შეიძლება იყოს მთავარი აქსესუარი სანაპიროსთვის, თუ არა მზის სათვალე?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი