< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება.

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება. დიახ, ჩვენს თანამედროვეობაში ალბათ წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების გარეშე ცხოვრება. თუმცა, ალბათ არც ისე ხშირად ვფიქრობთ იმაზე თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს მხედველობას მათმა ხშირმა გამოყენებამ. საინტერესოა, რამდენი ჩვენგანი იყენებს ლურჯი გამოსხივებისგან დამცავ ლინზებს ან სათვალეს? ალბათ ძალიან ცოტა.

რა არის ლურჯი გამოსხივება და რატომ არის აუცილებელი ჩვენი თვალების დაცვა? სანამ ლურჯი სხივის უარყოფით მხარეს განვიხილავთ, გვინდა აღვნიშნოთ რომ ის ჩვეულებრივ დღის შუქშიც გვხვდება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი გარკვეული დოზა აუცილებელიც კია ჩვენი მხედველობისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ციფრული მოწყობილობებიდან წამოსული ლურჯი გამოსხივება საჭიროზე გაცილებით დიდ დოზას გულისხმობს და მისგან დაცვა იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე წარმოგვიდგენია.

ჭარბი რაოდენობით ლურჯი სხივები ნეგატიურად მოქმედებს თვალზე, რაც გამოიხატება: თვალის სიწითლეში, დაძაბულობაში, მუდმივ წვის შეგრძნებასა და უძილობაში. ეს ყველაფერი კი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გარდა ამისა უძილობა თავისებურად მოქმედებს მეხსიერებასა და ყურადღებაზე. საერთო სურათს თუ შევხედავთ, დავინახავთ ლურჯი გამოსხივების ნეგატიურ, ჯაჭვურ ზემოქმედებას არა მხოლოდ თვალებზე, არამედ მთლიან ორგანიზმზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ოფთალმოლოგები გასცემენ.

როგორ ვებრძოლოთ ლურჯ სხივებს?

  1. მნიშვნელოვანია ელექტრო მოწყობილობების გამოყენების დროს 40სმ დისტანცია დავიცვათ ეკრანებთან
  2. კომპიუტერთან მუშაობის დროს ორ საათში ერთხელ 15 წუთით უნდა შევასვენოთ თვალი, ამასთანავე მნიშვნელოვანია 20 წუთში ერთხელ მზერა კომპიუტერის ეკრანიდან გარე სივრცეზე გადავიტანოთ.
  3. ასევე აუცილებელია თვალი ხშირად დავხუჭოთ, ეს მის დატენიანებას უწყობს ხელს. თუ თვალის სიმშრალე გადაჭარბებულადაა გამოხატული, ოფთალმოლოგები დამატენიანებელი წვეთების რეკომენდაციასაც გვაძლევენ.

ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი, სათვალე და სწორად შერჩეული ლინზა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ლურჯი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას და ჩვენი მუშაობის პროცესს თუ უბრალოდ ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობას მეტად კომფორტულს ხდის.

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ საიდან დაიწყოთ თვალზე ზრუნვის პროცესი, აფლელუ პარიზი საუკეთესო არჩევანია, რადგან ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გავლა და ინდივიდუალური რეცეპტის საფუძველზე სასურველი სათვალის თუ სასათვალე ლინზის შერჩევა და დამზადება. ამიტომ არ გადადოთ, გვესტუმრეთ და იზრუნეთ თვალის ჯანმრთელობაზე ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

 

მისამართები:

– საბურთალო სითი მოლი

– გალერია თბილისი

– ა.პუშკინის 11

– ბათუმი გრანდ მოლი

 

To protect your eyes from blue light emitted by digital devices, it’s crucial to maintain a distance of 40 cm from screens and take regular breaks.

Blue light, while naturally present in daylight and beneficial in moderation, can cause eye strain, redness, and sleep disturbances when overexposed from screens.

Frequent blinking and using moisturizing eye drops can help reduce eye dryness. The most effective protection comes from specially designed glasses or lenses that block harmful blue light.

At Afflelou Paris, you can consult with an ophthalmologist to find the perfect eyewear for your needs at various locations in Tbilisi and Batumi.

More posts

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება.

Read more

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ “აფლელუ პარიზს”

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?

Read more

Სათვალის 5 საკულტო მოდელი, როგორც სანაპიროს უცვლელი ტრენდი

Სად ვგრძნობთ ზაფხულის განწყობას ყველაზე კარგად? Რა თქმა უნდა, სანაპიროზე და რა შეიძლება იყოს მთავარი აქსესუარი სანაპიროსთვის, თუ არა მზის სათვალე?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი