< link rel = “Alternate” hreflang = “ka_GE” href = “https://afflelouparis.ge” / >

6 ყველაზე გავრცელებული მითი თვალის ჯანმრთელობის შესახებ

თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა საინტერესოა, რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ მას?

თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა საინტერესოა, რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ მას? სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამ თემის გარშემო უამრავი მცდარი მოსაზრება თუ მითია გავრცელებული, რაც რეალურად ხელს გვიშლის თვალზე ზრუნვაში.

მოდით ერთად განვიხილოთ 6 ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს.

AFFLELOU

 

პირველი და ალბათ ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ სიბნელეში კითხვა თვალის დაზიანებას იწვევს. ფაქტი კი სრულიად განსხვავებულია. სიბნელეში კითხვა უბრალოდ თვალის დროებით გადაღლას განაპირობებს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამით თვალის მუდმივ დაზიანებას ვუწყობთ ხელს. რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ოფთალმოლოგები სიბნელეში კითხვას არ გვირჩევენ, მხოლოდ და მხოლოდ თვალის დაძაბულობის თავიდან ასარიდებლადაა გამოწვეული.

 

 

შემდეგი და ასევე ფართოდ გავრცელებული მითია, ის რომ სათვალის ტარება თვალს “აზარმაცებს”, რეალურად კი სათვალე ჩვენს თვალებს ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება და ასწორებს მხედველობას. ამიტომ, სწორად შერჩეული სათვალე თქვენი მარჯვენა ხელია, რომელიც სამყაროს უკეთ აღქმაში გიწყობთ ხელს.

 

 

მესამე გავრცელებული მითი დაკავშირებულია არა მხედველობის, არამედ მზის სათვალესთან, რომლის მიხედვითაც ის მხოლოდ მოდის აქსესუარია. რეალურად კი მზის სათვალე მავნე გამოსხივებისგან იცავს ჩვენს თვალებს, რაც ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა მაგალითად კატარაქტა. ამიტომ, გვინდა აღვნიშნოთ რომ მზის სათვალის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ვიზუალური მახასიათებლები, არამედ მინის ხარისხი.

 

 

თუ გსმენიათ იმის შესახებ, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას? მიუხედავად იმისა, რომ სტაფილო A ვიტამინითაა მდიდარი და მისი მიღება ნამდვილად სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის, მხედველობის პრობლემების დროს სტაფილო ჯადოსნურ შედეგს ვერ მოგვცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი და მხედველობის გადამოწმება.

 

 

თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, ალბათ გარშემომყოფებისგან მოგისმენიათ რომ მათი თვალში ჩაკარგვა შესაძლებელია, თუმცა თქვენდა საბედნიეროდ გვინდა გითხრათ, რომ თვალის უკანა ნაწილში ლინზის გადასვლის შანსი 0-ის ტოლია, თვალის ანატომიური ბარიერის გამო. მაგრამ, აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ შესაძლოა მოხდეს ლინზის არასწორი გადაადგილება, ამ დროს კი სპეციალისტის ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

თქვენი აზრით, თვალის ვარჯიში მხედველობის გაუმჯობესებას განაპირობებს? მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ხელს უწყობს თვალის კუნთების გაუმჯობესებას და დაღლილობის შემცირებას, ეს ვერ დაგვეხმარება მხედველობის სერიოზული პრობლემების მოგვარებაში და ამ დროს ოფთალმოლოგის ჩარევა არსებითად მნიშვნელოვანია.

 

 

საბოლოო ჯამში კი გვინდა გითხრათ, რომ თვალზე ზრუნვის დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რა არის მითი და რა შეესაბამება სიმართლეს, მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი მხედველობა და ვეცადოთ სერიოზულ დაზიანებამდე არ მივიყვანოთ ჩვენი თვალები.

 

გვახსოვდეს, კარგი ხედვით თვალს უხარია!

 

6 Common Myths About Eye Health: Debunked

Caring for your eye health is essential, yet misconceptions often cloud proper care. Let’s debunk six widespread myths about eye health and learn the facts.

1. Reading in the dark damages eyes:
Contrary to belief, reading in low light causes temporary eye strain but doesn’t lead to permanent damage. Ophthalmologists advise against it to avoid discomfort, not harm.

2. Glasses make eyes lazy:
Glasses don’t weaken your eyes. Instead, they aid proper vision by correcting refractive errors, allowing your eyes to function optimally.

3. Sunglasses are just a fashion accessory:
Sunglasses are vital for protecting eyes from harmful UV rays, reducing risks of cataracts and other damage. Prioritize lens quality over aesthetics when choosing sunglasses.

4. Carrots dramatically improve vision:
Carrots are rich in Vitamin A, essential for eye health, but they won’t fix serious vision issues. Regular eye check-ups are the key to managing vision problems effectively.

5. Contact lenses can get lost in the eye:
While contact lenses can shift out of position, they cannot go behind the eye due to an anatomical barrier. If discomfort occurs, professional help is crucial.

6. Eye exercises cure vision problems:
Eye exercises reduce strain and strengthen eye muscles but can’t resolve serious vision conditions. Professional consultation remains vital for proper treatment.

Takeaway:
Distinguishing facts from myths is crucial for proper eye care. Regular visits to an ophthalmologist ensure early detection and management of potential issues, keeping your vision sharp and healthy.

Remember: Healthy vision, happy eyes!

This concise guide emphasizes keywords like eye health, vision, ophthalmologist, sunglasses, contact lenses, and eye exercises, making it SEO-friendly for readers searching reliable information on eye care.

More posts

მხედველობის საერთაშორისო დღე: იზრუნეთ თვალის ჯანმრთელობაზე AFFLELOU PARIS-თან ერთად

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია

Read more

როგორ დავიცვათ თვალი ლურჯი გამოსხივებისგან?

თუ გკითხავთ რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ყოველდღიურობა, რას გვიპასუხებთ? ალბათ უმეტეს თქვენგანს პირველი სმარტფონი გაახსენდება.

Read more

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ “აფლელუ პარიზს”

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათვალის შერჩევის დროს? პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი? მომსახურების ხარისხი? იქნებ უნიკალური შეთავაზებები?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი